,,ოცნება” პრეზიდენტთან შეხვედრაზე არ მივა

საპარლამენტო უმრავლესობა დღეს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე არ მივა. საუბარი შეხვედრის შემთხვევაში ე.წ. მართლმსაჯულების მესამე ტალღასთან დაკავშირებულ რეფორმაზე პრეზიდენტის ვეტოს უნდა შეხებოდა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ისინი იცნობენ იმ მოტივირებულ შენიშვნებს, რის შესახებაც გიორგი მარგველაშვილი აპირებს საუბარს.

„ჩვენ რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზე მისვლას არ ვაპირებთ შეგნებულად. გამომდინარე იქედან რომ კონსულტაციების შესაძლებლობა იყო. ქალბატონი ანა დოლიძე იყო მოსული და დაწვრილებით ავუხსენით ის მიზეზები, რის გამოც შეიძლება ჩვენ ვეტო დავძლიოთ. არ არსებობს მსგავსი ფორმატი, როდესაც პრეზიდენტი იბარებს ფრაქციის თავმჯდომარეებს, ვიცე სპიკერებს, ეს პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა, სამართლებრივ სივრცეში ასეთი ფორმატი არ არსებობს,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაში“გაზპრომთან” ხელმოწერილი ხელშეკრულება – “საია” გაზის ტრანსპორტირების კომპანიას მიმართავს
შემდეგი სტატიაზეწოლა მოსამართლეებზე – “ენმ” სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვს