“ოცნება” “ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ” მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას იწყებს

დღეიდან “ოცნება” ჰომოფობიური შინაარსის – “ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ” მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას იწყებს.

საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს.

კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით, 22-27 აპრილს, შეხვედრები გაიმართება – ქუთაისის, ამბროლაურის, ოზურგეთის, ბათუმის, ზუგდიდის და მესტიის მოსახლეობასთან.

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ამბობს, რომ ამ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. დეპუტატი თეონა აქუბარდია ფიქრობს, რომ მმართველი პარტია, მიმდინარე საპროტექსტო აქციების ფონზე დედაქალაქიდან გაქცევას ცდილობს.

“ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო ცვლილებების საბაბით, რეალურად გაქცევის ოპერაცია მოაწყო თბილისიდან, სადაც მან ნახა დიდი წინააღმდეგობა საკუთარი ხალხის. დადგენილი ვადით მათ ჰქონდათ ერთი თვე, რეგიონებში საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად, მიუხედავად იმისა, რომ ესეც იციან, რომ არ გავა, გამომდინარე რაოდენობიდან, ესეც არის გზა წინასაარჩევნო კამპანიის ბიუჯეტის ფულით დაწყების. როდესაც ერთკვირიან ვადაში ასე უცებ-უცებ აკეთებენ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ეს არის გაქცევა დედაქალაქიდან, სადაც მათ ხმამაღლა ეუბნებიან, არა რუსულ კანონს, კი ევროპას”, – ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია.

banner
წინა სტატიაშითაღლითური ქოლ ცენტრების საქმეზე კიდევ 4 პირია დაკავებული – პროკურატურა
შემდეგი სტატიაახალგაზრდები 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას „მამაო ჩვენოს“ ფონზე ითხოვდნენ, სამწუხაროდ, ახლა სუვერენიტეტის შეზღუდვა სარწმუნოების გაქრობის ფონზე ხდება – მაჭარაშვილი