“ოცნება” კვლავ ცდილობს ძირი გამოუთხაროს კულტურის მოღვაწეებისა და ჟურნალისტების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას – ამერიკის პენცენტრი

“რუსული კანონის” ხელახლა ინიცირებას ამერიკის პენცენტრიც ეხმაურება და წერს, რომ უბრალო კოსმეტიკური ცვლილების შემდეგ, “ქართული ოცნება” კვლავ ბიძგს აძლევს კანონს, რათა ძირი გამოუთხაროს დამოუკიდებელი მწერლების, კულტურის მოღვაწეებისა და ჟურნალისტების “სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან” საქმიანობას.

“უბრალო კოსმეტიკური ცვლილების შემდეგ, პარტია “ქართული ოცნება” კვლავ ბიძგს აძლევს ე.წ. უცხოელი აგენტის კანონს, რათა ძირი გამოუთხაროს მწერლების, კულტურის მოღვაწეებისა და ჟურნალისტების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან და დამოუკიდებელ საქმიანობას. სამარცხვინო კანონპროექტი ამახინჯებს სიტყვების: “გამჭვირვალობა”, “ანგარიშვალდებულება” და “უსაფრთხოება”, მნიშვნელობას, რათა შეასუსტოს საქართველოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება.

არ შეცდეთ, ეს კანონპროექტი ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი მწერლების, მხატვრებისა და კულტურის მოღვაწეების სამართლებრივ შევიწროებას. საქართველოს ხელისუფლებამ მათ მიერვე გაცხადებული ევროკავშირის წევრობის მისაღწევად, უნდა გადადგას ნაბიჯები ადამიანის უფლებების, გაუმჯობესების კუთხით და უნდა შეწყვიტოს მწერლების, მხატვრებისა და კულტურის სხვა სფეროს მოღვაწეების დამოუკიდებელი საქმიანობის შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა,” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა N12-17-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს