“ოცნებას” ქართველი ხალხი თავისნაირი ჰგონია და გლობალური ომის პარტიებზე კონსპირაციებით მათ მოტყუებას ცდილობს – ამის შესახებ კოლაიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ “პოლიტიკური ამბების” ეთერში ისაუბრა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საზოგადოებაზე ივანიშვილის გუნდის მცდელობები, შეიყვანოს საკუთარი მოსახლეობა შეცდომაში, არ მოქმედებს, რადგან ქართველი ხალხი კარგად ხვდება, თუ ვინ არის მეგობარი და ვინ მტერი.
“ოცნება” ფიქრობს, რომ ქართელი ხალხი ადვილად ტყუვდება. მას შეიძლება მოუგონო რაღაც კონსპირაციები გლობალური ომის პარტიებზე, მასონების შეთქმულებაზე და ა.შ. და თავისნაირი ჰგონიათ, თუმცა ქართველი საზოგადოება არის განვითარებული, რომელსაც კარგად ესმის, სად არის შეთქმულება და სად არ არის, ვინ არის მტერი და ვინ მეგობარი. ოპოზიცია ვხედავთ გამარჯვების გზას და თანმიმდევრულად მივყვებით მას”, – ამბობს ლევან ცუცქირიძე.