„ოცნება“ ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების მექანიზმებზე მუშაობს

ოქრუაშვილმა 7 მილიონ დოლარზე მეტი თანხა მისცა ქიბარ ხალვაშს

რაზე ესაუბრება აშშ-ს ელჩი ივანიშვილს

აშშ-ს საელჩოს და ევროკავშირის ელჩის მიერ დიპლომატიურად “ნაჟვეპი” საქართველოს ხელისუფლება დათმობაზე წავიდა. 15 აპრილს სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე აღმკვეთი ღონისძიება შეუცვალა. ორი დღით ადრე კი, 13 აპრილს „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს გავრილოვის ღამის საქმეზე 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამბავიც სწორედ ამ განაჩენს მოჰყვა.

საქართველოში აშშ-ს საელჩომ და ევროკავშირის ელჩმა 13 აპრილის განაჩენზე საკმაოდ მკაფიო და მწვავე განცხადებები გააკეთეს.  ასეთ რეაქციას არ ელოდა ხელისუფლება. რომელიც ძალიან შეაცბუნა იმ ფაქტმა, რომ დიპლომატების განცხადებაში კონკრეტული გვარი ეწერა. დიპლომატები, როგორც წესი, ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლებიან ხოლმე. აშშ-ს საელჩოს და ევროკავშირის ელჩს კი ძალიან ნათლად ეწერათ გვარი ოქრუაშვილი.

გარდა ოფიციალური განცხადებისა ხელისუფლების წარმომადგენლებთან არაოფიციალური საუბრებიც შედგა. „ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო „თაიმერთან“ საუბარში ამბობს რომ საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანს ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა კომუნიკაცია და ოქრუაშვილზე ესაუბრა.

ჩვენი წყარო გვიყვება. რომ დასავლელი პარტნიორები ოქრუაშვილისთვის გავრილოვის ღამეზე გამოტანილ განაჩენს რუსეთის გამარჯვებად აფასებენ. ამის გარდა, ისინი თავს მოტყუებულად ცნობენ. მოგეხსენებათ რომ პოზიციას და ოპოზიციას შორის დასავლელი პარტნიორების ჩართულობით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. ეს მოლაპარაკებები 8 მარტს შეთანხმების გაფორმებით დასრულდა.  შეთანხმების თანახმად პოლიტპატიმრები, მათ შორის ირაკლი ოქრიაშვილი ციხიდან გამოვიდოდნენ.

ამასობაში მსოფლიო პანდემიამ მოიცვა. საქართველოს ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ამერიკა და ევროპა ქართველი პოლიტპატიმრობისათვის ვეღარ მოიცლიდა და ოქრუაშვილს 20 ივნისის საქმეზე 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. დასავლეთიდან ძალიან მწვავე და მყისიერი იყო რეაქცია. ამან ხელისუფლება აიძულა ფირფიტა შეეცვალა.

„ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო, გვიყვება რომ ახლა მმართველ გუნდში იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ გამოუშვან ოქრუაშვილი. რობაქიძის საქმეზე აღმკვეთის შეცვლაც ამას უკავშირდება. არადა „ოცნება“ ამ საქმით აპირებდა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ჩაძირვას. მისი წინააღმდეგ ჩვენებები გურამ დონაძეს და ზურაბ მიქაძესაც მიაცემინეს. რის სანაცვლოდაც ამ ორეულს საპროცესოს დაპირდნენ.

ჩვენი წყაროს ცნობით, ოქრუაშვილის გათავისუფლების ერთ-ერთ ვერსიად შეწყალება განიხილება. თუმცა შეწყალებაზე თხოვნას „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ალბათ არ დაწერს. ჩვენთვის ცნობილია, რომ მასთან ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენჯერმე სცადეს მოლაპარაკება, მაგრამ ეს უკანასკნელი გარიგებაზე არ წავიდა. მეორე ვერსია არის ის, რომ განაჩენი გასაჩივრდება და სააპელაციო შეცვლის განაჩენს. „ოცნებაში„ გვითხრეს რომ კიდევ სხვა ვარიანტებიც განიხილება. თუმცა რა ვარიანტებია არ უსაუბრიათ.

ოფიციალურად ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ინფორმაციას უარყოფენ. ისინი არც პოლიტპატიმრების არსებობას აღიარებენ და ამბობენ, რომ ოპოზიციასთან გამართული მოლაპარაკებების დროს კონკრეტული გვარები ნახსენები არ ყოფილა.

დასავლეთი ყურადღების მიღმა არც გიგი უგულავას დატოვებს. მისმა ადვოკატმა პრეზიდენტს უკვე მიმართა შეწყალების თხოვნით. რა ნაბიჯს გადადგამს ხელისუფლება, ამას მალე ვნახავთ. ერთი რამე კი მათაც და საზოგადოებამაც ნათლად დაინახა – გვირგვინოსანი ჟამის პირობებშიც კი არ დავიწყებია დასავლეთს საქართველო.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში საკადრო ცვლილებები დაიწყო
შემდეგი სტატიაზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა