„ოცნება“ „გავრილოვის პატიმრების“ განთავისუფლებას დათანხმდა?

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 8, 2019 23:47

„ოცნება“ „გავრილოვის პატიმრების“ განთავისუფლებას დათანხმდა?

„ოცნება“ „გავრილოვის პატიმრების“ განთავისუფლებას დათანხმდა?
რა ზეწოლას ახორციელებს დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებაზე.

20-21 ივნისის ღამის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური პატიმრობიდან გირაოთი გაანთავისუფლეს. მმართველი პარტიის კულუარებში ამბობენ, რომ მალე საპატიმრო დაწესებულებებს „გავრილოვის ღამის“ საქმეზე დაკავებული სხვა პატიმრებიც დატოვებენ.
„ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტად ირაკლი ოქრუაშვილის განთავისუფლება უჭირს, მაგრამ მასთანაც მოუწევთ განშორება.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დასავლეთი ამ საქმეზე უკვე სერიოზულ პრეტენზიებს უყენებს საქართველოს ხელისუფლებას. ისინი „გავრილოვის პატიმრებს“ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებად მიიჩნევენ.
ფრაზა – „ პოლიტიკური ნიშნით“ დაკავებული, შესაძლოა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც აღმოჩნდეს ჩაწერილი, რაც საქართველოს ხელისუფლების ინტერესებში ნამდვილად არ შედის.
„გავრილოვის ღამით“ ევროპელი პოლიტიკოსები რომ სერიოზულად არიან დაინტერესებუნი, ამას ბელგიის სოციალ-დემოკრატების (Sp.a) წევრი, ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი ანა ბალამწარაშვილიც გვიდასტურებს.
22 ოქტომბერს ანა ბალამწარაშვილი ევროპარლამენტარებთან აპირებს შეხვედრას, მანამდე კი სათანადო საბუთებს ამზადებს. მისი თქმით, ევროპარლამენტარები კარგად არიან ინფორმირებულნი იმის შესახებ, თუ რა ხდება „გავრილოვის პატიმრებთან“ დაკავშირებით.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს ხელისუფლებას „გავრილოვის ღამის“ საქმეზე ისედაც მაგრად აწვებიან, მაგრამ ყველაფერი წინ არის. ნოემბრის თვეში მომზადდება რეზოლუცია, სადაც ძალიან მკაცრად იქნება ამ ამბავზე საუბარი“, – ამბობს ბალამწარაშვილი.
იგი „თაიმერს“ უყვება, რომ ამ საქმეზე მან რამდენიმე ევროპარლამენტარს უკვე მისწერა წერილი. „მათ პირდაპირ მივწერე, რომ საქართველოს პოლიტპატიმრები ყავთ და ისინი რუსეთის დაკვეთით დააკავეს“, – აღნიშნავს ანა ბალამწარაშვილი.
მისი განცხადებით, რომ „გავრილოვის პატიმრებს“ პოლიტპატიმრებად არ შერაცხავენ, რადგან ეს სიტყვა ევროპელ პოლიტიკოსებს ეჯავრებათ. „გავრილოვის პატიმრებს“ ისინი პოლიტიკური ნიშნით დაკავებულის სტატუსს უმზადებენ. „ ჯერ რეზოლუცია მომზადებული არაა, მაგრამ „გავრილოვის პატიმრებს“ უკვე მოიხსენიებენ, როგორც პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებს“,- აღნიშნავს ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი.
ევროპელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ივანიშვილი გზიდან იცილებს პოლიტიკურ ოპონენტებს და ხაზს უსვამენ, რომ მან ციხეში გამოკეტა ოპოზიციის ლიდერი და „რუსთავი 2“-ის სავარაუდო მფლობელი. ასევე საუბრობენ იმაზე, რომ კორუფცია მძვინვარებს ქვეყანაში.
ევროპელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ რაოდენ კარგადაც არ უნდა თამაშობდეს ივანიშვილი დემოკრატობანას, მაინც ნათლად ჩანს რომ მას ოპონენტების მოშორება სურს, – აცხადებს „თაიმერთან“ საუბარში ანა ბალამწარაშვილი.
აღსანიშნავია რომ ციხიდან უკვე განთავისუფლდნენ ის სამართალდამცავები, რომლებიც „გავრილოვის ღამის“ საქმეზე იყვნენ დაკავებულნი. მმართველი პარტიის კულუარებში ამბობენ, რომ ახლა აქციის მონაწილეების განთავისუფლების პროცესიც დაიწყება.

 

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 8, 2019 23:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,914
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics