“ოცნება” ეკა ბესელიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

“ქართული ოცნება” ეკა ბესელიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. რატი იონათამიშვილის განცხადებით, საბოდიშო არა ვიცე-პრემიერს აქვს, რომელმაც განაცხადა, რომ ეკა ბესელიას მხრიდან მისი პირადი ცხოვრების ხელყოფაზე საუბრით დაიღალა, არამედ თავად ეკა ბესელიას რომელიც მომხდარში მმართველ გუნდს ადანაშაულებდა.

„ძალიან დიდი ხნის მანძილზე გვესმოდა თავდასხმა, რომ თითქოს ამის უკან იდგნენ ეკა ბესელიას ყოფილი თანაგუნდელები, რაც იყო ერთ-ერთი ამაზრზენი, რადგანაც მაშინათვე ვამბობდი, რომ როგორც დანაშაულია მიუღებელი და განსაკუთრებით მდაბიო საქციელი, ასევე ცილისწამებაც არის იგივე. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ მინიმუმ როდესაც აჩენდა ადამიანი კითხვის ნიშნებს და არ ჰქონდა არგუმენტები, ბოდიში აქვს მოსახდელი მისივე თანაგუნდელებთან,“-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

რატი იონათამიშვილის მსგავსად, არც სოფო კილაძე თვლის, რომ მაია ცქიტიშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე პირდაპირ პასუხს ამ კითხვაზე თავს არიდებს და აცხადებს, რომ გამოძიებამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს საქმე.

„მე სხვის კომენტარზე განცხადებას ნამდვილად ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ არ არის ეგ ჩემი თემა. მე ჩემს ჩემს საკითხს დავაფიქსირებ ღიად, რომ ვისურვებ, რომ აუცილებლად მივიდეს ბოლომდე ეს საკითხი და დამკვეთებზე გავიდნენ სამართალდამცავი სტრუქტურები,“-განაცხადა სოფო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა
შემდეგი სტატიანატო და გურამ კვეზერელების მკვლელობაში ერთ-ერთ ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა