“ოცნება” დღეს შეშინებული და მხდალი პოლიტიკური გუნდია – ხაზარაძე

პარტია “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პრეზიდენტის წინააღმდეგ “ქართული ოცნების” მიერ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს იქნება ყალბი იმპიჩმენტი, რომელიც ვერ შედგება. მისი თქმით, გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა პუტინისა და მედვედევის დავალებით მიიღო.

“რუსული ოცნება”, პუტინისა და მედვედევის დავალებით, საქართველოს პრეზიდენტს იმპიჩმენტს უცხადებს. ჩემი მხარდაჭერა ყველა მოქალაქეს, ვინც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის.

“ქართული ოცნება” დღეს შეშინებული და მხდალი პოლიტიკური გუნდია… კომიკურია – ეს იქნება ყალბი იმპიჩმენტი, რომელიც ვერ შედგება!

“რუსულ ოცნებას” ქვეყანას რუსეთში არ გავატანთ, ჩვენი შვილების მომავალი ევროპაშია!” – წერს მამუკა ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშიპარტია „საქართველოსთვის“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს – გახარია
შემდეგი სტატიაჩემთვის დღესავით ნათელია, რომ მთელი ეს წარმოდგენები, რომელიც პრეზიდენტის ევროპაში გაშვება-არგაშვებასთანაა დაკავშირებული, არის ოლიგარქის დადგმული სპექტაკლი – სააკაშვილი