“ოცნება” ბოლნისში ენმ-ს მხარდამჭერებს სამსახურიდან ათავისუფლებს

“ქართული ოცნება” ბოლნისში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერებს სამსახურიდან ათავისუფლებს, ამის შესახებ ადგილობრივები უკვე ღიად ალაპარაკდნენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლნისელების სახლებში უცნობ პირებს და ემიგრანტებს წერენ.

“მე წამოვედი ქართული ოცნებიდან იმის გამო, რომ გამიჩნდა პროტესტის გრძნობა არანაირი მხარდაჭერა და გვერდში დგომა არ მიგრძვნია მათგან და იყო ტყუილი დაპირებები, მე რომ ვერ დამითანხმეს ჩემი მეუღლე დაიბარეს და იგივე პირობა წაუყენეს რომ თქვენი მეუღლე უნდა წამოიყვანოთ კახა ოქრიაშვილის შტაბიდანო, რაზეც ჩემმა მეუღლემ უარი თქვა, ამიტომ გაათავისუფლეს სამსახურიდან. რომ გააჩეროთ კაზრეთის მოსახლეობა არავინ არ დაგელაპარაკებათ, ოჯახებში ჩურჩულით ლაპარაკობენ ისე არიან დაშინებული”, – ამბობს ბოლნისის მკვიდრი, ირმა მენაბდიშვილი.

სოფელ კაზრეთის მოსახლეობას თავიანთ სახლებში ზედმეტად ჩაწერილი უცნობების ან ემიგრანტების შესახებ საარჩევნო საცნობარო ფურცლებიც მისდით. მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ ჩაწერილ პირებს არ იცნობს.

banner
წინა სტატიაშიია მეტრეველი: გაიხსენეთ, სად ვცხოვრობდით ცხრა წლის განმავლობაში, რა სისხლიანი წლები გამოვიარეთ
შემდეგი სტატიანატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი: ჩვენ აქ საქართველოს მხარდასაჭერად ვართ