“ოცნება“ გეგმავს, გამოძიების წარმოებასთან ერთად, როგორც ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, ისე საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო მართლმსაჯულებას, მიმართოს, რათა “ბი-ბი-სიმ“ პასუხი აგოს.
“ბი-ბი-სიმ“ სათანადოდ უნდა აგოს პასუხი და უარყოს სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია“,- თქვა კობახიძემ.
მისი თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ „ბი-ბი-სის“ მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია უპასუხოდ არ დარჩეს.
ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია BBC-ის მიერ გავრცელებული ცრუინფორმაცია უპასუხოდ არ დარჩეს, ამიტომ როგორც უკვე ცნობილია, გამოძიების წარმოებასთან ერთად, ვგეგმავთ მივმართოთ, როგორც ბრიტანულ კომნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, ისე, საჭიროების შემთხვევში, საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა BBC-იმ სათანადოდ აგოს პასუხი და უარყოს სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია”, – განაცხადა კობახიძემ.
















