“ოცნება” არჩევნების საერთაშორისო გამოძიებაზე უარს ამბობს

“ოცნება” არჩევნების საერთაშორისო გამოძიებაზე უარს ამბობს. იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე დღეს ჟურნალისტებთან ირწმუნებოდა, რომ “ის დანაშაული, რომელიც ხდება საქართველოს ტერიტორიაზე არის ქართული საგამოძიებო ორგანოებს გამოძიების საგანი”.

საქართველოს ტერიტორიაზე თუ კი არის ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული ამას იძიებს ის საგამოძიებო ორგანოები, რომელიც გათვალისწინებულია კანონმდებლობით.
არა, გაჩერდით რა.
საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, ხომ ასეა, ხომ იცით ეს რასაც ნიშნავს. შესაბამისად, ის დანაშაული, რომელიც ხდება საქართველოს ტერიტორიაზე არის ქართული საგამოძიებო ორგანოებს გამოძიების საგანი”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო სექტორი და საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ. საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებიც.

banner
წინა სტატიაშირა ჯდება საქართველოში ხაჭაპურის მომზადება
შემდეგი სტატიაბრეგაძე: ვინ კაპიტანი – ტენკეში თუ ნემო? (ვიდეო)