“ოცნება” აპირებს საკუთარი თავი და გუნდის წევრები შეიწყალოს – მელია 20 ივნისის ამნისტიაზე

20 ივნისის ამნისტიასთან დაკავშირებით “ქართული ოცნებისა” და შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციის კანონპროექტები დღეს პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება. “ქართული ოცნების” კანონპროექტის მიხედვით ამნისტია საქმის ყველა მონაწილე პირს უნდა შეეხოს, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება.

“ქართული ოცნება აპირებს საკუთარი თავი შეიწყალოს, საკუთარი გუნდის წევრები, რომლებიც სამწუხაროდ მხილებული არიან უმძიმეს დანაშაულში ანტისაოკუპაციო აქციის მიმდინარეობისა, მარტივად ამ ყველაფერს ემსახურება, მეტს არაფერს. ეს ძალიან ძვირი ფასი დაუჯდება პოლიტიკური არა მხოლოდ, ადამიანურიც, მორალურიც და მე დარწმუნებული ვარ ოლიგარქი ამ კანონპროექტის მიღებით ვერ იხეირებს”, – თქვა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიისრაელის ქალაქ ლოდში ებრაელები და არაბები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
შემდეგი სტატიასაუკეთესო გადაწყვეტილებაა განავითარო მეღვინეობა