“ოცნება” ანტივაქსერებთან ბევრად უფრო ახლოს გრძნობს თავს, ვიდრე მედიცინის პრინციპებთან – კალოიანი

“ევროპული საქართველოს” წევრის, ვახტანგ კალოიანის თქმით, თუ ეპიდემიის მართვასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიდგომები არ შეიცვლება, ადამიანური დანაკარგი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

როგორც კალოიანმა აღნიშნა, საჭიროა სავალდებულო ვაქცინაცია ან ტესტირება, აქტიური საინფორმაციო კამპანია, მობილური ჯგუფების გააქტიურება, ვაქცინების მიტანა ადგილზე და წამახალისებელი საგადასახადო შეღავათები.

“არ შემცირდება არც ინფიცირებულთა რაოდენობა, არც გარდაცვლილთა მანამ, სანამ ხელისუფლება არ დაანებებს თავს პოპულისტურ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებას პანდემიის მართვასთან დაკავშირებით. როგორც ეტყობა, პრემიერი ღარიბაშვილი და “ქართული ოცნება” ანტივაქსერებთან უფრო ახლოს გრძნობს სულიერ სიახლოვეს, ვიდრე თანამედროვე მედიცინის ძირითად პრინციპებთან რის ფასსაც ვიხდით ყოველდღიურად 80 ადამიანის გარდაცვალებით”, – აღნიშნა ვახტანგ კალოიანმა.

banner
წინა სტატიაშიბუაძე – ოპოზიციას აქვს ერთიანი ამოცანა, მოხდეს ხელისუფლების ცვლილება არჩვენების გზით და მშვიდობიანად
შემდეგი სტატიადოლიძე – ქალბატონ ლომჯარიას განცხადება კობახიძეზე აბსოლუტურად მესმის და ადეკვატურია, ვფიქრობ, კიდევ ფორმები შეარბილა