ოცნება 23%, ოპოზიცია ჯამურად – 41% – IRI-ის კვლევა

ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართული ოცნება” ხმათა 23 პროცენტს მიიღებდა, დანარჩენი ოპოზიცია ჯამურად 41%-ს. ამას მოწმობს კვლევა, რომელიც საერთაშირისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა დღეს, 18 ნოემბერს.

  • ქართული ოცნება – 23%
  • ენმ – 15%
  • ევროპული საქართველო/თავისუფალი დემოკრატები – 5%
  • ლეიბორისტები – 5%
  • პატრიოტთა ალიანსი – 4%
  • სამოქალაქო მოძრაობა (ლიდერი ალეკო ელისაშვილი) – 3%
  • ახალი საქართველოსთვის – 2%
  • დემოკრატიული მოძრაობ (ლიდერი ნინო ბურჯანაძე) – 2%
  • ლელო – 2%
  • გირჩი – 1%
  • შენების მოძრაობა – 1%
  • სხვა პარტიები – 1%

კვლავ მაღალია იმ ადამიანთა პროცენტული მაჩვენებელი, ვისაც ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, რომელ პარტიას დაუჭერს მხარს. მათი რაოდენობა, კვლევის თანახმად, 32%-ია. 4% კი ხმის მიცემას არც ერთი პოლიტიკური სუბიექტისთვის არ აპირებს.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 80%-მა ქვეყნის მასშტაბით უმთავრეს პრობლემებად დაასახელა უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბე.

ზემოაღნიშული, ასევე, წარმოადგენს ყველაზე მთავარ პრობლემებს პიროვნულ დონეზეც. 50%-ის შეხედულებით, უმუშევრობა, დაბალი ხელფასები, სიღარიბე და ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა არის მათი ოჯახებისთვის წუხილის ძირითადი მიზეზი. გარდა ამისა, რესპოდენტთა უმრავლესობა (59%) ეკონომიკურ პრობლემებს ყველაზე დიდ წინაღობად მიიჩნევს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის“,- აღნიშნულია კვლევაში.

 

კვლევის მიხედვით, ნატო-ში ინტეგრაციის მხარდამჭერთა რაოდენობა საქართველოში, ბოლო ექვსი თვის მანძილზე, 68%-დან 71%-მდე გაიზარდა, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა – 75%-დან 80%-მდე.

„ეს მხარდაჭერა, ძირითადად, განპირობებულია უსაფრთხოებითა და ეკონომიკური სარგებლით, რაც მოსახლეობისთვის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან ასოცირდება“,- ნათქვამია IRI-ის კვლევაში.

 

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კველვის შედეგები გამოაქვეყნა, რომელშიც პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრეებიც განსაზღვრა
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი: რაც ჩვენი გასაკეთებელია, იმას დასავლეთი ჩვენს მაგივრად არ გააკეთებს