გოცირიძე – ნახავთ, რა მძიმე საპროტესტო ტალღას მიიღებს ხელისუფლება და საბოლოოდ იძულებული გახდება, სააკაშვილი ადეკვატურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანონ

ნახავთ, რა მძიმე საპროტესტო ტალღას მიიღებს ხელისუფლება და საბოლოოდ მაინც იძულებული გახდება, რომ სააკაშვილი ადეკვატურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანონ – ჩათრევას სჯობს ჩაყოლა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.მისივე თქმით, მათი განცხადება, რომ კლინიკასთან, სადაც სააკაშვილს გადაიყვანენ, საპროტესტო აქციებს არ გამართავენ, არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური განაცხადი.

„საპროტესტო აქციები იქნება პერმანენტული, მარტივად რომ ვთქვათ, არ გაჩერდება ეს პროცესი და ძალიან ბევრ სიურპრიზს იხილავს ხელისუფლება. ეს მხოლოდ დასაწყისია, რაც აქ დღეს ხდება, ამ ეტაპზე ელემენტარული მოთხოვნაა, უზრუნველყონ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა, გადაიყვანონ ნორმალურ სამკურნალო დაწესებულებაში. თუ ეს პროცესი გაგრძელდება, ნახავთ, რა მძიმე საპროტესტო ტალღას მიიღებს ხელისუფლება და საბოლოოდ მაინც იძულებული გახდება, რომ სააკაშვილი ადეკვატურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანონ. ჩათრევას სჯობს ჩაყოლა დროზე.გარანტია იმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” შეწყვეტს ყოველგვარ პროტესტს იმ კლინიკასთან, სადაც სააკაშვილი იქნება, ეს არის პოლიტიკურად პასუხისმგებლიანი პარტიის სიტყვა, საჯარო განაცხადი, რომელსაც ისმენს საქართველოს მოსახლეობა და საერთაშორისო პარტნიორები, ეს არის გარანტია (რომ კლინიკასთან საპროტესტო აქციები არ იქნება), ეს განცხადება გავაკეთეთ ჩვენ,”- განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშითუკი ვინმე კანონს და კონსტიტუციას არღვევს ეს რეჟიმია! სწორედ ამიტომ უნდა ვარყიოთ ეს უკანონო რეჟიმი, სანამ არ ჩამოინგრევა! – მელია
შემდეგი სტატია„ნიკორა ტრეიდმა“, თიბისი კაპიტალის მეშვეობით, 35 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა