ცნობილ ქართველ ფეხბურთელს ვიტალი დარასელიას 9 ოქტომბერს 60 წელი შეუსრულდებოდა. გასულ ორშაბათს მის მშობლიურ ქალაქ ოჩამჩირეში ფეხბურთელის საფლავზე შეიკრიბნენ სპორტსმენები, ქალაქის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, აგრეთვე ვიტალის დედა, მეუღლე, შვილები და ახლო ნათესავები.
აღსანიშნავია, რომ ვიტალი დარასელიას მემორიალს წელს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, რომელიც დააფინანსა მოსკოვის აფხაზურმა დიასპორამ.
ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის მწვრთნელმა მერაბ კვეკვესკირმა რეკოსნტრუირებული მემორიალის გახსნაზე განაცხადა, რომ ვიტალი დარასელიამ, რომელიც “აფხაზეთის წარმომადგენელი იყო, ქართულ ფეხბურთურთს დიდება მოუტანა”.