ოჩამჩირეში რუსული ბაზის გახსნა დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების და საქართველოს ევროპული გზისთვის – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის შექმნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეს არის პროვოკაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს.

„რუსეთის უკანონო, დანაშაულებრივი და აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება – სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე, ოჩამჩირეში მორიგი სამხედრო და პირველი საზღვაო ბაზის გახსნა. ეს პროვოკაცია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს.

ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალიდენლი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის. სწორედ ამ ნაბიჯით რუსეთი შავი ზღვის რეგიონში გავლენების გაძლიერებასა და რეგიონში დომინანტობას ცდილობს.

მოვუწოდებ საქართველოს პარტნიორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოახდინონ მყისიერი რეაგირება“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახალი ოლიმპიური მუზეუმი გაიხსნა
შემდეგი სტატიამოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტური უფლებები – სახდეპი ახალ რუსულ კანონზე