ობოლაძე : მისი ჩამოსვლა ქვეყანაში ცვლილებების ხელშეწყობას უკავშირდება

სააკაშვილი არის საქართველოში, ახლა მთავარია, რომ ყველაფერი წარიმართოს მშვიდობიანად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლა უკავშირდება ქვეყანაში ცვლილებების ხელშეწყობას.

„ადამიანები 2 ოქტომბრის არჩევნებზე მივიდნენ და დააფიქსირონ პოზიცია. როგორ შემოვიდა სააკაშვილი, კონკრეტულად რომელ მომენტში, სად იყო და ასე შემდეგ, ამას სააკაშვილი თავად მოგიყვებათ შემდეგ დღეებში, როდესაც ყველაფერი ჩაივლის და 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე ქართველი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას. დეტალებზე საუბარს აზრი არ აქვს, ჩვენ არ ვაპირებთ ამ დეტალებზე საუბარს და არც მაქვს პირადად მე ეს ინფორმაცია.

სააკაშვილი არის საქართველოში, გვაქვს ეს ინფორმაცია. ჩვენ ვემზადებით, რომ 2 ოქტომბერს ქართველი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას იმ განწყობის გათვალისწინებით, რა განწყობაც აქვთ. საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას, 70 პროცენტს აღარ უნდა ცხოვრების ასე გაგრძელება, უნდათ ცვლილებები. სააკაშვილის ჩამოსვლაც უკავშირდება ცვლილებების ხელშეწყობას და ამ ცვლილებებს მივიღებთ არჩევნებზე და ხმების დაცვით“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩიხლაძე სააკაშვილის ჩამოსვლაზე: არ მაქვს ჯერ იმის მტკიცებულება
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი: არ არის საქართველოში და მგონი, ამას არ სჭირდება დიდი ექსპერტიზა