პრეზიდენტი ბარაკ ობამამ აღიარა, რომ ის თავს პატარად და სუსტად გრძნობს, როცა ტრენაჟორებზე დადის მეზღვაურებთან ერთად – წერს New York Daily News. ამერიკის პრეზიდენტმა ამის შესახებ ჰავაის შტატში მეზღვაურების ვიზიტისას განაცხადა.
“საერთოდ, მე , როგორც მთავარსარდალი, ვფიქრობ, რომ უკეთეს ფიზიკურ ფორმაში უნდა ვიყო. პრობლემა მაშინ იწყება, როცა მეზღვაურებთან ერთად აღმოვჩნდები სავარჯიშო დარბაზში. როცა ვხედავ, რომ რომელიმე მათგანი ბიცეპზე 100 ფუნტს წევს, თავს პატარად ვგრძნობ” – განაცხადა ობამამ.