ობამას ქალიშვილი საშა რესტორანში ზღვის პროდუქტებს ყიდის

საშა ობამამ, რომელიც აშშ პრეზიდენტის ბარაკ ობამას ქალიშვილია, თეთრი სახლის კომფორტს ზღვის პროდუქტების გაყიდვა არჩია – “ბიბისი” წერს.
15 წლის საშამ საზაფხულო სამუშაო მასაჩუსეცში მოძებნა.
ის თავის სრულ სახელს – ნატაშას იყენებს სამსახურში. პრეზიდენტის ქალიშვილი უშიშროების სამსახურის 6 თანამშრომლის მეთვალყურეობის ქვეშ არის – the Boston Herald-ი წერს.
პაპარაცებმა მუშაობის პროცესში მისი ფოტო გამოაქვეყნეს. მას ცისფერი მაისური აცვია და რესტორნის ქუდი ახურავს.
რესტორნის თანამშრომელმა the Boston Herald-ს უთხრა, რომ ნატაშა ქვედა სართულზე მუშაობს. “ჩვენ გვიკვირდა, რატომ ახვევია ამ გოგოს 6 ადამიანი, მაგრამ შემდეგ გავიგეთ რაშიც იყო საქმე” – ამბობს რესტორნის თანამშრომელი.
თეთრი სახლი the Boston Herald-ის რეპორტაჟზე კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ მიშელ ობამამ განაცხადა, რომ ის და ბარაკ ობამა საკუთარ შვილებს ისე ზრდიან, როგორც ჩვეულებრივი ამერიკელის ოჯახში.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში კონტრაბანდისტების ჯგუფი დააკავეს “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკის მეთაურობით
შემდეგი სტატიალევან იზორია : უსაფუძვლო, მტკიცებულებების გარეშე კრიტიკას ხელმოცარული პოლიტიკოსების კრიტიკას დავარქმევდი