ობამას დაცვის წევრს იარაღი და ეკიპირება მოპარეს…

ობამას დაცვის წევრს იარაღი და ეკიპირება მოპარეს...

ობამას დაცვის წევრს იარაღი და ეკიპირება მოპარეს...CNN-ს ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას დაცვის საიდუმლო სამსახურის წევრს, იარღი და ეკიპირების მნიშვენოლოვანი ნაწილი მოპარეს…

გავრცელებული ინფორმაციით, მოპარულ ნივთებს შორის არის ტაბელური იარაღი, რაცია, ნომრიანი სამკერდე ნიშანი, ხელბორკილი და მეხსიერების ბარათი… აღნიშნული ნივთები, დაუდგენელმა პირებმა აგენტის ავტომობილის სალონიდან მოიპარეს, მაშინ როცა თავად ავტომობილი, უწყების ოფისთან ახლოს იდგა, ხოლო პატრონმა ცოტა ხნით მიატოვა მანქანა…

საიდუმლო სამსახურმა უარი განაცხადა ტელეკომპანიასთან კომენტარზე, თუმცა ინკოგნიტო წყარო აცხადებს, რომ დაკარგული მეხსიერების ბარათი არ შეიცავდა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და თან ეს ბარათები ძლიერი პაროლებით არიან დაცულები…. CNN-ს ცნობით, სპეცსამსახურები გაკვირვებულნი არიან, თუ როგორ მოახერხეს ქურდებმა ვაშინგტონის ცენტრში დღის 4 საათზე მსგავსი ქურდობის შეუმჩნევლად ჩადენა.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სანქციებში საქართველოს VTB ბანკის ფილიალი მოხვდა-რომან გოცირიძის პირველი კომენტარი
შემდეგი სტატიასაფრანგეთმა სისხლიანი ტერაქტი აღკვეთა…