ობამას და ქემერონის სატელეფონო საუბარი შედგა

ობამას და ქემერონის სატელეფონო საუბარი შედგა

obamaდიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგი განიხილეს სატელეფონი საუბარში აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა. ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ მიუხედავად რეფერენდუმზე დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეების გაიმარჯვებისა, განსაკუთრებული ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, თავდაცვით და ეკონომიკურ სფეროებში კვლავაც ურყევი იქნება. ამერიკის პრეზიდენტმა სინანული გამოთქვა ქემერონის მიერ გადადგომის შესახებ გაკეთებული განხცადების გამო.

მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იყო ერთგული პარტნიორი და მეგობარი, რომლის დამოკიდებულებას დემოკრატიული პრინციპებისადმი ტრანსატლანტიკური საზოგადოება ძლიერ აფასებს. ობამას თქმით, იგი, ასევე, იმედოვნებს, რომ ევროკავშირი, რომელიც იღწვის კონტინენტზე და მის ფარგლებს გარეთ სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, დემოკრატიული იდეალების განვითარებისა და ეკომომიკური ზრდისთვის, კვალავაც იქნება ამერიკის უცვლელი პარტნიორი.
აშშ-ს და დიდი ბრიტანერთის ლიდერებმა გამოთქვეს რწმენა, რომ გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი შეათანხმებენ ეფექტურ მიდგომებს, რათა განამტკიცონ მომავალში ფინანსური სტაბილურობა და განაგრძონ საინვესტიციო ურთიერთობები.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პრეზიდენტი სროლაში მოყვა
შემდეგი სტატიაჩინეთში მინის საცალფეხო ხიდის მონტაჟი მიმდინარეობს