ობამამ ტრამპს “ტვიტერიდან” ჩამოცილების გამო დასცინა

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პრეზიდენტობის რესპოუბლიკელ კანდიდატს, დონალდ ტრამპს დასცინა – Mashable ავრცელებს.
“თუკი ვიღაცა “ტვიტერ” აკაუნტს ვერ მართავს, მისთვის ატომური ჩემოდნის ჩაბარება არ შეიძლება” – განაცხადა ობამამ ჰილარი კლინტონის მხარდამჭერ შეხვედრაზე, ფლორიდას შტატში.

ის, რომ კონსულტანტებმა დონალდ ტრამპი საკუთარ “ტვიტერ”-გვერდს ჩამოაცილეს, გუშინ გავრცელდა. ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი მილიარდელის მიერ თავისი ოპონენტების წინააღმდეგ მუდვიმად გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოქვეყნება გახდა. ტრამპის “ტვიტერ” ბლოგს 13 მილიონზე მეტი გამომწერი ყავს.

აშშ-ში საპრეზიენტო არჩევნები ხვალ, 8 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია : წვევამდელთა სისტემა საქართველოს მსგავსმა პატარა ქვეყნებმაც აღადგინეს
შემდეგი სტატიაკლინტონი ფილიპინელ შინამოსამსახურეს საიდუმლო დოკუმენტების ამობეჭდვას ავალებდა