ობამამ ტრამპს “არასერიოზული ადამიანი” უწოდა, რომელიც ჟანგივით ჭამს ყველაფერს

ობამა: აშშ ბრიტანეთის არჩევანს პატივს სცემსაშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აშშ-ს რესპუბლიკელ პრეზიდენტობის კანდიდატს დონალდ ტრამპს “ფუნდამენტურად არასერიოზული ადამიანი” უწოდა.
“ამერიკა დიდი ქვეყანაა. ის ყველაფერს გადაიტანს, მაგრამ ამერიკა რასაც ვერ დაუშვებს ეს არის ფუნდამენტალურად არასერიოზული ადამიანი, რომელიც შესაძლებელია არჩეულ იქნას და ჩვენი სახელით ისაუბროს” – თქვა ობამამ.

მან ტრამპის მორალისა და თმენის სტანდარტები შეადარა ჟანგს, რომელიც ყველაფერს ჭამს. ამერიკის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ არ არის აუცილებელი აიხსნას, თუ რატომ არ ვარგა ტრამპი პრეზიდენტად, რადგანაც “ყოველ ჯერზე, როცა ის პირს დააღებს, ამის დადასტურებას თავად იგებთ”.
შეგახსენებთ, რომ ადრე ობამამ ასევე თქვა, რომ ტრამპი აშშ-ში დემოკრატიის საფუძვლებს არყევს.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა, შესაძლებელია, ერაყში ქურთების წინააღმდეგ ოპერაცია გააფართოვოს
შემდეგი სტატიაგერმანიაში ანტიტერორისტული ოპერაციის მიზეზი ჩეჩნები გახდნენ