ობამამ თურქეთის მედიასთან დამოკიდებულების გამო შეშფოთება გამოთქვა

აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ თურქეთის მთავრობის გარკვეული მოქმედებები მასში შეშფოთებას იწვევს, კერძოდ, კი, ურთიერთობა მასმედიასთან – Reuters,-ის თქმით, ეს განცხადება ობამამ ატომური უსაფრთხოების სამიტის დასრულებისას გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.
„მე მტკიცედ მწამს პრესის და რელიგიის თავისუფლების, უფლებების უზენაესობისა და დემოკრატიის. საეჭვო არ არის, რომ ერდოღანი დემოკრატიულად იქნა ხელახლა არჩეული, მაგრამ ვფიქრობ, რომ დამოკიდებულება, რომელსაც ანკარა პრესის მიმართ იჩენს, თურქეთს სამწუხარო შედეგებამდე მიიყვანს“ – განაცხადა ობამამ და ერდორანს მოუწოდა რეპრესიების სტრატეგიისგან თავი შეიკავოს.
ობამამ თავი შეიკავა შეკითხვაზე, თვლის თუ არა ის თურქეთის პრეზიდენტს ავტორიტარულ მმართველად. პასუხად მან განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რომ თურქეთთან ბევრ საკითხთან დაკავშირებით პოზიციები არ ემთხვევა, ანკარა საერთაშორისო და რეგიონალური საკითხების გადასაჭრელად კრიტიკულად საჭიროა.

banner
წინა სტატიაშიკოალიციაში თუ კოალიციის გარეთ – ,,ეროვნული ფორუმის“ გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი
შემდეგი სტატიაობამამ რუსეთთან ატომურ განიარაღებაზე დიალოგისთვის მზაობა გამოთქვა