ობამამ ფილიპინების პრეზიდენტთან შეხვედრა გააუქმა

ობამამ ფილიპინების პრეზიდენტთან შეხვედრა გააუქმა

7აშშ-სა და ფილიპინის პრეზიდენტებს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმებულია იმის გამო, რომ როდრიგე დუტერტეს მიერ ამერიკული მხარის მიმართ სასაუბროდ არჩეული ტონი მოლაპარაკებების პროდუქტიულობას ეჭვქვეშ აყენებს -ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარატმენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა.

გუშინ ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ სინანული გამოთქვა სიტყვების გამო, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას მისამართით გამოთქვა – ორი დღის წინ პრეს დუტერტემ ობამას “ძაღლის შვილი” უწოდა.
დუტერტე, მის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ნანობს იმას, რომ მისმა უხეშმა გამონათქვამმა “განგაში და შეშფოთება გამოიწვია” და ასევე იმას, რომ მისი სიტყვები ბარაკ ობამაზე პირად თავდასხმად მიიღეს.

ფილიპინის პრეზდენტმა როდრიგო დუტერტემ პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტ პარაკ ობამას “ძაღლისშვილი” უწოდა და პირობა დადო, რომ დაწყევლიდა.
აღსანიშნავია, რომ ასეთი განცხადების მიზეზი გახდა ცნობა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრაზე ობამა დუტერტეს არჩევნების შემდეგ ქვეყანაში დაახლოებით 2 ათასი ადამიანის დახოცვის შესახებ აპირებს საუბარს. გარდა ამისა, “დიდი ოცეულის” სამიტზე, ობამამ განაცხადა, რომ შეშფოთებულია ფილიპინებში ნარკოტიკების ბრუნვით და დანაშაულის გაზრდილი ინდექსით.
“აუცილებელია პატივისცემის გამოჩენა. არ არის საჭირო ჰაერში ისროლო საკითხები და განცხადებები. ძაღლისშვილი. მე ამ ფორუმზე დაგწყევლი” – განაცხადა ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ პრესკონფერენციაზე.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრ ვერშბოუ: კრემლის პროპაგანდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა ჩვენთაგანს აწუხებს
შემდეგი სტატიაკახი კალაძემ ლანჩხუთსა და ჩოხატაურში მაჟორიტარობის ახალი კანდიდატი, ნინო წილოსანი წარადგინა