ობამამ მოსკოვს მოუწოდა შეწყვიტოს მსოფლიოსთვის პრობლემად ყოფნა

2-1რუსეთი მსოფლიოში პრობლემების გადაჭრაში უნდა მონაწილეობდეს და თვითონ არ უნდა იყოს პრობლემების წყარო – დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ იტალიის პრემიერთან, მატეო რენცთან ერთად გაკეთებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა – Fox News-ი ავრცელებს.
“ვთვლით, რომ რუსეთი დიდი, მნიშვნელოვანი ქვეყანაა. მისი შეიარაღებული ძალები ჩვენს შემდეგ ერთ-ერთი უმსხვილესია და ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთი მსოფლიო პრობლემების გადაწყვეტის ნაწილი უნდა გახდეს” – განაცხადა ობამამ.
აშშ-რუსეთის პოლიტიკაზე კომენტირებისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქმედებები საერთაშორისო ნორმებს არღვევს, რაც “ჩვენი მხრიდან რეაქციას მოითხოვს” – “ამერიკის ხმა” ობამას განცხადებას ციტირებს.

banner
წინა სტატიაშიარანაირი კონსულტაცია გაერთიანებაზე რესპუბლიკელებთან არ ყოფილა
შემდეგი სტატიადღეს მოსკოვმა და დამასკომ ალეპოში ცეცხლი შეწყვიტეს