ობამამ “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციას თავდაცვითი უწოდა

ობამამ

2სირიასა და ერაყში საერთაშორისო კოალიციის მოქმედებების შედეგით ბოევიკებს თავდაცვითი პოზიცია უჭირავთ – ამის შესახებ დღეს ბარაკ ობამამ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შტა-ბინაში მიმდინარე სხდომის დასრულებისას განაცხადა.

“ჩვენ ვინარჩუნებთ თავდასხმით პოზიციას” – განაცხადა ამერიკის ლიდერმა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ტერორისტები დაკავებულ ტერიტორიებს და საკუთარ ლიდერებს კარგავენ, ასევე, იმას, რომ ტერორისტებს “მიწოდების კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზები გადაეჭრათ”. “ბოევიკების რიცხვი, შეფასებით, უკანასკნელი ორი წლის მანძილზე ყველაზე ცოტაა და მათგან უფრო მეტმა კარგად იცის, რა ელოდება სამომავლოდ” – განაცხადა ბარაკ ობამამ.
ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ბოევიკების დიდი რაოდენობა გაედინა ლიბიაში: “ჩვენ ჩვენს ხელთ არსებულ ყველანაირ ინსტრუმენტს ვიყენებთ იმისათვის, რომ “ისლამური სახელმწიფო” ამოვძირკვოთ ამ ქვეყნიდან. ჩვენ ახალშექმნილ ლიბიის მთავრობას ხელს ვუწყობთ ყველანაირად ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებში” – აღნიშნა ობამამ.

banner
წინა სტატიაშიმოხსენება: ჩიკაგოს პოლიციაში რასიზმი იზრდება
შემდეგი სტატიაშიდა ქართლში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს