ობამამ განაცხადა, რომ ტრამთან ,,ბრწყინვალე საუბარი,, ჰქონდა

tramp-obamaაშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, მას თეთრი სახლის მომავალ ბინადარ დონალდ ტრამპთან ,,ბრწყინვალე საუბარი,, ჰქონდა… ობამას განცხადებით, მოქმედმა და მომავალმა პრეზიდენტებმა ქვეყნის შიდა და საგარეო პრობლემნების ფართო სპექტრი და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას შეუძლიათ მისი იმედი ჰქონდეთ და გამოიყენონ მისი გამოცდილება. თავის მხრივ დონალდ ტრამპმაც აღნიშნა, რომ თავისი პრეზიდენტობის პერიოდში არაერთხელ მიმართავს პრეზიდენტ ობამას რჩევისთვის. შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბერს, აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის ინიციატივით თეთრ სახლში შედგა შეხვედრა, მოქმედ და პრეზიდენტობის გამარჯვებულ კანდიდატს შორის. შეხვედრის დასასრულს, ჟურნალისტებისათვის ობამა-ტრამპის ფოტოსესიაც იყო დაგეგმილი, თუმცა ბოლო მომენტში ამ აქციისაგან პრეზიდენტმა ობამამ თავი შეიკავა.

 

https://youtu.be/kLwXhoomBUE

banner
წინა სტატიაშიპესკოვი: აზრთასხვაობა რუსეთსა და აშშ-ს შორის გარდაუვალია
შემდეგი სტატიაNewsweek-მა მკითხველს კლინტონის ,,გამარჯვება ახარა,,