ობამამ ბრიუსელის დაკავებების შედეგები ბელგიას და საფრანგეთს მიულოცა

obamaaაშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ბელგიას და საფრანგეთს ბრიუსელში პარიზის ტერაქტების მთავარი ეჭვმიტანილის, სალახ აბდესლამის დაკავება მიულოცა, ამის შესახებ ბელგიის პრემიერმა შარლ მიშელმა საკუთარ “ტვიტერზე” დაწერა.
“მილოცვა აშშ-ს პრეზიდენტისგან. ბელგია და საფრანგეთი ერთად არიან ტერორიზმთან ბრძოლაში” – დაწერა პრემიერმა. წარწერას თან ახლავს ფოტო, სადაც შარლ მიშელი მობილურ ტელეფორზე ლაპარაკობს საფრანგეტის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის თანდასწრებით. ისინი პრემიერის ოფისში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრიუსელის მოლენბეკის კომუნაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 2015 წლის 13 ნოემბრის პარიზის ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სალახ აბდესლამი დააკავეს.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) თურქეთის ქალაქ ადანაში 4 აფეთქება განხორციელდა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი დღეს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს შეხვდება