ობამამ ბენ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციაზე კომენტარი გააკეთა

ობამა აშშ-ში 10 ათას ლტოლვილს მიიღებს

obamaაშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა “ალ-ქაიდას” ლიდერის, ბენ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციის ჩატარებაზე თანხმობა მაშინათვე გასცა,რაც ცნობილი გახდა ნომერ პირველი ტერორისტის ადგილსამყოფელი. ამასთანავე, ინტერვიუში, რომელიც მან აღნიშნულ თემაზე “სიენენს” მისცა, განაცხადა, რომ ის სრულებით აცნობიერებმა ოპერაციის სერიოზულ რისკებს, მათ შორის რისკს საერთაშორისო არენაზე იმიჯის დაკარგვის შესახებ.

პრეზიდენტის თქმით, ოპერაციისთვის საგანგებოდ ემზადებოდნენ. თავდაპირველად იმის შანსი, რომ ბენ ლადენი აბბოტაბადეში იმალებოდა, იყო 50/50-ზე, თუმცა, პრეზიდენტს სურდა მათ ხელთ არსებული ეს მცირეოდენი შანსი მაინც გამოეყენებინათ.
ობამას თქმით, ბენ ლადენს სიკვდილის წინ უნდა გაეგო, რომ აშშ არასდროს აპატიებს 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკელების დაღუპვას . “იმედი მაქვს, რომ ამ დროს მან გააცნობიერა, რომ ამერიკელმა ხალხმა მას არ აპატია სამი ათასზე მეტი ამერიკელის დაღუპვა” – განაცხადა ობამამ.
შეგახსენებთ, რომ “ალ-ქაიდას” ლიდერის ბენ ლადენის ლიკვიდაციიდან გუშინ 5 წელი შესრულდა.

banner
წინა სტატიაშიგუგული მაღრაძე: რასაც “რუსთავი 2” აკეთებს, დანარჩენებიც მიყვებიან იმას და რატომ?
შემდეგი სტატიაახმეტის მუნიციპალიტეტში თავმჯდომარის იმპიჩმენტი ჩავარდა