ობამამ ამერიკელებს გამოსამშვიდობებელი წერილით მიმართა

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამერიკელებს გამოსამშვიდობებელი წერილით მიმართა, რომელიც თეთრი სახლის საიტზეა გამოქვეყნებული.
ტექსტი იწყება სიტყვებით “ჩემო მეგობარო ამერიკელებო”, შემდეგ ობამა მოკლედ იხსენებს ტრადიციის შესახებ, რომ პრეზიდენტმა მომავალ ქვეყნის მეთაურს წერილი უნდა დაუტოვოს და ამბობს, რომ თავდაპირველად, სურს ამერიკელებს მადლობა გადაუხადოს ნდობისათვის, რომლის შედეგადაც ის ქვეყნის 44-ე პრეზიდენტი გახდა. “ყველაფერი, რაც მე თანამდებობაზე ყოფნისას ვისწავლე, თქვენგან ვისწავლე. თქვენი წყალობით გავხდი უკეთესი, როგორც პრეზიდენტი, როგორც, ადამიანი”.

წერილში პრეზიდენტი სიხარულებს და პრობლემებს იხსენებს, რომელიც მან თანამოქალაქეებთან ერთად განიცადა, მიღწევებს, რომელიც მისი მმართველობის პერიოდში მოხდა მედიცინასა და მაღალ ტექნოლოგიებში.
ბოლოს, ობამა ამერიკელებს მოუწოდებს, მათი პოლიტიკური ხედვის მიუხედავად, ქვეყნის პატიოსანი მოქალაქეები იყვნენ. “და როცა ნახავთ, რომ პროგრესი ნელდება, გაიხსენეთ, რომ ამერიკა ეს ერთი ადამიანის პროექტი არ არის. არის ერთი, ყველაზე ძლიერი სიტყვა ჩვენს დემოკრატიაში: სიტყვა “ჩვენ”. ჩვენ – ხალხი. ჩვენ ყველაფერს გადავლახავთ. დიახ, ჩვენ შევძლებთ” – ასე სრულდება წერილი.

ბარაკ ობამას საპრეზიდენტო უფლებამოსილება 20 იანვარს შეუწყდება.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს ინფორმაციით, გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდანაც კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის
შემდეგი სტატიაCNN ტრამპის სიკვდილის შესახებ სიუჟეტის გამო გაკიცხეს