ობამა: პოლიციასა და ხალხს შორის განხეთქილება უნდა გადავლახოთ

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აუცილებელია საზოგადოებასა და პოლიციას შორის ჩატეხილი ხიდი აღსდგეს, თუმცა, მისი თქმით, ქვეყანა ჯერ ახლოსაც კი არ არის ამ პრობლემის მოგვარებასთან.
აუცილებელია ქვეყნის შავკანიანი და ესპანურენოვანი მოსახლეობის თავდაჯერებულობის განმტკიცება, რომ პოლიციელების მხრიდან ნებისმიერი გადაცდომა და ძალადობა აუცილებლად იქნება დასჯილი – განაცხადა ობამამ.
“ჩვენ ერთად ვიფიქრებთ, როგორ დავიბრუნოთ ხალხის ნდობა, დავარწმუნოთ ისინი, რომ იმის შემდეგ, რაც პოლიცია გამოიყენებს ძალას, სასიკვდილო ძალას, გამოძიება იქნება პატიოსანი და სამართლიანობა იზეიმებს” – განაცხადა ობამამ აქტივისტებთან, პოლიტიკოსებთან და სამართალდამცველებთან შეხვედრაზე ვაშინგტონში – “ბიბისი” წერს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს რამდენიმე შტატში, პოლიციელების მიერ ორი შავკანიანის მკვლელობის გამო, საპროტესტო აქციები არ წყდება.
საუბრის დასასრული

banner
წინა სტატიაშითურქეთი: ასადის გადადგომის გარეშე სირიაში სიტუაციის მოგვარება შეუძლებელია
შემდეგი სტატიაჩინეთში 4 კილომეტრის სიგრძის დამბა ააფეთქეს