ობამა – მერკელზე: მე მოხარული ვარ რომ ის არსებობს

პრეზიდენტის რანგში ბოლო ვიზიტით ევროპაში მყოფი აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა, გერმანიას ბოლო ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა.
გერმანიაში ვიზიტისას, ,,შპიგელისა,, და ტელეკომპანია ARD-სათვის მიცემულ ინტერვიუში ბარაკ ობამამ მაღალი შეფასება მისცა გერმანიასთან და პირადად ანგელა მერკელთან თანამშრომლობას, რომელიც ობამას აზრით იყო ნაყოფიერი.
აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა თბილი სიტყვებით მოიხსენიე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. ,,ის მუდამ გვინერგავდა ნდობას და მზად იყო ებრძოლა საკუთარი პრინციპებისთვის,, განაცხადა ობამამ.
,,მე მოხარული ვარ რომ ის არსებობს. გერმანელებმაც უნდა დააფასონ ის. მე მას ვაღიარებ როგორც წარმატებულ პოლიტიკურ პარტნიორს,, განაცხადა ობამამ, რომელმაც ბერლინში ჩასვლამდე ანგელა მერკელს თავისი ყველაზე ახლობელი საერთაშორისო მოკავშირე უწოდა.

 

banner
წინა სტატიაშისანდრა რულოვსი : “დღეს ჩვენი ქორწინების წლისთავია…დიახ – მიშა მაგარია!”
შემდეგი სტატიალილოს დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა