ობამა და ფილიპინების პრეზიდენტი, რომელმაც ის გალანძღა, ერთმანეთს შეხვდნენ

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ფილიპინების ლიდერი როდტიგ დუტერტე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ბარაკ ობამა გალანძღა, დღეს ლაოსში სამხრეთ-დასავლეთ ქვეყნების სამიტზე არაფორმალურ გარემოში შეხვდნენ ერთმანეთს – ამის შესახებ  რამდენიმე საათის წინ Associated Press-მა ფილიპინების შს მინისტრის პერფეკტო იასაიას განცხადებაზე დაყრდნობით განაცხადა.
მინისტრის თქმით, ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს შემთხვევით დარბაზში შეხვდა, სადაც გალა-ვახშამს ელოდებოდნენ. “მათ უკანასკნელებმა დატოვეს ოთახი”. მისი თქმით, სახელმწიფოთა მეთაურებმა ერთამნეთთან მშვიდად ისაუბრეს. “მოხარული ვარ, რომ ეს ასე მოხდა” – თქვა სს მინისტრმა.

გუშინ ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ სინანული გამოთქვა სიტყვების გამო, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას მისამართით გამოთქვა – ორი დღის წინ პრეს-კონფერენციაზე დუტერტემ ობამას “ძაღლის შვილი” უწოდა.
დუტერტე, მის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ნანობს იმას, რომ მისმა უხეშმა გამონათქვამმა “განგაში და შეშფოთება გამოიწვია” და ასევე იმას, რომ მისი სიტყვები ბარაკ ობამაზე პირად თავდასხმად მიიღეს.

დღეს ორი ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალური შეხვედრა ჩაიშალა.

banner
წინა სტატიაში“პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში შესანიშნავი შანსით შემოვიდა, მაგრამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რეიტინგი დაეკარგა”
შემდეგი სტატია(video) დაპირისპირება პირდაპირ ეთერში – რა მოხდა რვიანის დროს