ობამა: ბრიუსელის ტერაქტებში მუსლიმებს ნუ დაადანაშაულებთ

აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მოწოდება გააკეთა, ბრიუსელში მომხდარის გამო ყველა მუსლიმი არ დაადანაშაულონ, რაც, მისი თქმით, ტერორისტების წისქვილზე დაასხამს წყალს, რომელთაც სხვადასხვა ჯგუფებს შორის მტრობის გაღვივება სურთ.
თავის ყოველკვირეულ მიმართვაში თეთრი სახლის მეთაურმა ბრიუსელის ტერაქტებში დაღუპულებს პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ ტერაქტის მსხვერლი ორი აშშ-ს მოქალაქე იყო, 14-მა ამერიკელმა კი დაზიანებები მიიღო.

მისი თქმით, ამერიკელ-მუსლიმებს დიდი წვლილი შეაქვთ ამერიკული საზოგადოების განვითარებაში.
„ჩვენ ყველა მცდელობა უნდა გადავლახოთ რომ ყველა ერთი განსაზღვრების ქვეშ არ მოვაქციოთ. ასეთი მცდელობები ჩვენი ხასიათის, ჩვენი ღირებულებების, ჩვენი ხალხის ისტორიის საპირისპიროა, რომლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია რწმენის თავისუფლება. გარდა ამისა, ასეთი მცდელობები კონტრპროდუქტიულია“ – განაცხადა ობამამ.
შეგახსენებთ, რომ 22 მარტის ბრიუსელის ტერაქტში 40 ქვეყნის მოქალაქე დაშავდა.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად საბურთალოს მოსახლეობას შეხვდა
შემდეგი სტატიასალახ აბდესლამი ბელგიის გამოძიებასთან უკვე აღარ თანამშრომლობს