12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

კობახიძე – ,,ვუსამძიმრებ ესპანეთში ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესპანეთში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„გულწრფელად ვუსამძიმრებ ესპანეთში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ამ რთულ დროს ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა”, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

ესპანეთში ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 39 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა, სულ მცირე, 170 ადამიანი დაშავდა.
სარკინოგზო ავარია სამხრეთ ესპანეთში, ქალაქ კორდობასთან ახლოს მოხდა – მალაგადან მადრიდის მიმართულებით მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი, რომელშიც დაახლოებით 300 მგზავრი იმყოფებოდა, ლიანდაგიდან გადავიდა და საპირისპიროდ, მადრიდიდან უელვის მიმართულებით მიმავალ ჩქაროსნულ მატარებელს შეეჯახა.

banner
წინა სტატიაშივოლსკი მიხეილ ყაველაშვილზე: ,,მან იცის ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს”
შემდეგი სტატიაბოჭორიშვილი – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის გამო, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს