კობახიძე: სააკაშვილს ჭირივით ეშინია ციხის

სააკაშვილს ჭირივით ეშინია ციხის, ბუნებრივია, ასე გაგრძელდება მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„რეალურად, მას ციხის რომ არ ეშინოდეს, შვიდჯერ არ დაანონსებდა თავის ჩამოსვლას და შვიდჯერ არ გადათქვამდა საკუთარ ანონსს. ყველამ კარგად იცის, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვის რისი ეშინია. სააკაშვილს ეშინია ჭირივით ციხის და ბუნებრივია, ასე გაგრძელდება მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო კამპანია არის ამორალური ქმედება
შემდეგი სტატიასახელმწიფო მინისტრის აპარატი: ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საოკუპაციო რეჟიმმა გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღება აკრძალა