20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

NYTIMES: აშშ-მა თითქმის მთლიანად გამორიცხა ისრაელი ირანთან მოლაპარაკებებიდან

NYTIMES-ის ინფორმაციით, აშშ-მა თითქმის მთლიანად გამორიცხა ისრაელი ირანთან მოლაპარაკებებიდან.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელი საერთოდ არ მონაწილეობდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების წინ გამართულ დისკუსიებში და აშშ-სა და თეირანს შორის მოლაპარაკებების განვითარების შესახებ რეგიონული დიპლომატიური კონტაქტებიდან, ასევე დაზვერვის გამოყენებით შეიტყო.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების წინა პერიოდში, ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუ მჭიდრო თანამშრომლობაში იყო აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და ვაშინგტონში, სიტუაციურ ოთახში, თეირანში რეჟიმის დაცემას წინასწარმეტყველებდა.

„პილოტის კაბინიდან ეკონომ კლასში გადასახლებას ისრაელისთვის პოტენციურად მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება“, – წერს ამერიკული გაზეთი.

banner
წინა სტატიაში“მიზანი რუსული ცივილიზაციის დასუსტებაა”- ლავროვი დასავლეთს გლობალურ შეტევაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საზღვრიდან 1700 კილომეტრში რუსეთში ქიმიურ ქარხანას დაარტყა