20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

NYT: ტრამპის ადმინისტრაციის უფროსმა ვენსს სოციალურ ქსელებში აქტიურობის შემცირება ურჩია

ტრამპის ადმინისტრაციის უფროსმა ვენსს სოციალურ ქსელებში აქტიურობის შემცირება ურჩია.\

NYT წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის უფროსის, სიუზან უაილსის ეს პოზიცია უკავშირდება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის მიერ კრიტიკოსებისთვის პასუხის გაცემას. NYT აღნიშნავს, რომ ჯეი დი ვენსი ხშირად შედის პოლემიკაში კრიტიკოსებთან. გამოცემის ინფორმაციით, ვენსი ოფიციალური შეხვედრების დროს ხშირად ათვალიერებს ტელეფონს და სარგებლობს სოციალური ქსელებით.

ოფიციალური შეხვედრების დროს ჯეი დი ვენსი ხშირად ათვალიერებს ტელეფონს და სოციალური ქსელებით სარგებლობს. ვენსმა ახლახან დაადასტურა, რომ მარხვის პერიოდისთვის X-ის აპლიკაცია ტელეფონიდან წაშალა და ამ დრომდე არ დაუყენებია.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვინ გახდება მისი შემცვლელი 2028 წლის არჩევნებისთვის და ის თანაშემწეებსა და მოკავშირეებთან საუბრებში ხშირად სვამს კითხვას, არის თუ არა ჯეი დი ვენსი მზად იმისათვის, რომ მისი ადგილი დაიკავოს

banner
წინა სტატიაშიკოალიციამ ,,ძლიერი საქართველო-ლელო“ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის გეგმა წარადგინა
შემდეგი სტატიაპუტინის შემდეგ სომხეთს უკვე ლუკაშენკო ემუქრება