NYT: ტრამპი პუტინზე რჩევას მერკელს სთხოვს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვაშინგტონში გერმანიის კანცლერტან დაგეგმილ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე რჩევას სთხოვს ანგელა მერკელს – გამოცემა The New York Times-ი საკუთარ სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკანასკნელი 11 წლის მანძილზე მერკელმა პუტინი უკეთესად გაიცნო, ვიდრე ევროპის სხვა ლიდერებმა.
იგივე ინფორმაცია გაავრცელა, ასევე, Reuters-მა. თვითონ ანგელა მერკელი ვიზიტამდე კარგად შეისწავლის ამერიკის პრეზიდენტის გამოსვლებს – წერს სააგენტო.

მერკელი-ტრამპის შეხვედრა ვაშინგტონში 14 მარტს არის დაგეგმილი – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშისოხუმში “სტამბოლის” დანგრევა ისევ გრძელდება
შემდეგი სტატიასიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ბათუმში მოქალაქეებსა და საპატრულო პოლიციას შორის