ირანის ახალ უზენაეს ლიდერს, მოჯთაბა ხამენეის მძიმე დამწვრობა აქვს, ფეხზე სამი ოპერაცია ჩაუტარდა და პროთეზს ელოდება, მას პირადად პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი მკურნალობს,_ ინფორმაციას The New York Times ირანულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, მძიმე დამწვრობის გამო მას საუბარი უჭირს და ვიდეომიმართვების ჩაწერას თავს არიდებს. გამოცემის ცნობით, რეჟიმი მკაცრად ზღუდავს მოჯთაბასთან წვდომას, რათა ისრაელმა მისი ადგილსამყოფელი არ დაადგინოს.
წყაროების ცნობით, ამჟამად უზენაეს ლიდერს ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი მკურნალობს, რომელიც პროფესიით კარდიოქირურგია. სტატიის მიხედვით, მიუხედავად მძიმე ჭრილობებისა, “ხამენეი ინარჩუნებს გონებრივ სიფხიზლეს და იმყოფება მკაცრი დაცვის ქვეშ”.
















