NYT: აშშ რუსეთის წინააღმდეგ კიბერშეტევებს აჩერებს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა აშშ-ის კიბერსარდლობას რუსეთის წინააღმდეგ შეტევითი ოპერაციების შეჩერების ბრძანება მისცა, -იუწყება The New York Times.

ოფიციალური პირების თქმით, როგორც ჩანს, ეს ნაბიჯი უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებსა და შეერთებულ შტატებთან ახალ ურთიერთობებში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ჩართვის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია.

ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ლიდერები ზოგჯერ მგრძნობიარე დიპლომატიური მოლაპარაკებების დროს სამხედრო ოპერაციების შეჩერების ბრძანებებს გასცემენ, რათა პროცესი არ ჩაიშალოს. თუმცა, ასეთი გადაწყვეტილება „უზარმაზარ ავანტიურას“ წარმოადგენს.

„არსებითად, ტრამპი იმედოვნებს, რომ პუტინი საპასუხოდ შეწყვეტს „ჩრდილოვან ომს“ შეერთებული შტატებისა და მისი ტრადიციული მოკავშირეების წინააღმდეგ ევროპაში“, – აღნიშნავს გამოცემა.

banner
წინა სტატიაში„ნიუ იორკ თაიმსი“: ტრამპი დღეს უკრაინის საკითხზე ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრას გამართავს
შემდეგი სტატიალიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ თანამდებობის პირებს, აგრეთვე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს