NY Times: ტრამპი, სავარაუდოდ, უკანასკნელი 18 წლის მანძილზე საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდა

8გაზეთ New York Times-ის მტკიცებით, მას გააჩნია დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, დონალდ ტრამპმა 1995 წელს თითქმის 900 მილიონი დოლარის დაკარგვაზე განაცხადა.
გამოცემის მტკიცებით, ბიზნესმენის დანაკარგი იმდენად დიდი იყო, რომ მან კანონიერად მოიპოვა უფლება, მომდევნო 18 წლის მანძილზე გადასახადი არ გადაეხადა.
რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამერიკულმა გაზეთმა დოკუმენტი უკანონოდ მიიღო, თუმცა, ის არც დაუდასტურებიათ და არც უარუყვიათ.

banner
წინა სტატიაშისირიის არმია ალეპოში თავდასხმაზე გადავიდა
შემდეგი სტატიაირანის ბანკის მენეჯერებს მაღალი ხელფასის გამო დასჯიან