ნურსულთან ნაზარბაევი: თურქი მასწავლებლების, თურქეთში ექსტრადირება არ მოხდება

თურქი პედაგოგები, რომლებიც მეცნიერების ინოვაციურ სკოლებში მუშაობენ (ყაზახურ-თურქული სასწავლებლები), მათი თურქეთში ექსტრადირება არ მოხდება, – ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა აკროდა პალასში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
პრეზიდენტმა ნაზარბაევმა პრესკონფერენციაზე ყაზახეთში მომუშავე ადგილობრივი და უცხოური პრესის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.
პრესკონფერენციაზე, ყაზახურ-თურქული სკოლების მომავალზე და ამ სკოლებში მომუშავე თურქ პედაგოგებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ნაზარბაევმა უპასუხა, რომ თურქი პედაგოგების მდგომარეობასთან დაკავშირებით მოქალაქეებისგან ბევრი წერილი მიიღო.
თურქეთის მთავრობა, თურქეთში მომხდარ გადატრიალების მცდელობაზე პასუხისმგებლობას გიულენის მოძრაობას აკისრებს, რის გამოც ათასობით ადამიანი დააკავეს და ციხეში ჩასვეს განაცხადა ნაზარბაევმა და დასძინა, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა მას რამდენჯერმე მიაწოდა ინფორმაცია ყაზახეთში მოქმედ ამ სკოლებში მომუშავე მასწავლებლების შესახებ.
″ჩვენთან მომუშავე მასწავლებლები თუ დამნაშავეები არიან, მტკიცებულება მომიტანეთ, ჩვენთან მათ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ და მე მათ ასე ბოროტად ვერ მოვექცევი. მასწავლებლები ჩემთან გამოგზავნილ წერილებში წერენ, რომ მათი თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში მათ ციხეში ჩასვამენ და ამიტომ არ უნდათ თურქეთში ექსტრადირება.″ – განაცხადა ნაზარბაევმა.
ამ სიტუაციიდან გამოსვლის მიზნით, ეს სკოლები განათლების სამინისტროს მიერ დაფუძნებულ ფონდს გადაეცათ განაცხადა ნაზარბაევმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქ არც თურქეთს და არც გიულენს ამ სკოლებთან საერთო არაფერი არ აქვთ. პედაგოგებთან დაკავშირებითაც ნაზარბაევმა განაცხადა, რომ ზოგიერთმა მასწავლებელმა ნებართვა აიღო და საზღვარგარეთ გაემგზავრა, დანარჩენების შესახებ კი ერდოღანმა ბოლო ვიზიტისას იკითხა.
″აქ დარჩენილებს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ, თუ თქვენ მტკიცებულებებს მოგვაწოდებთ იმის შესახებ, რომ ისინი დამნაშავეები არიან, ერთად გადავხედავთ, ჩვენი ინსტიტუტები ყველა საჭირო გამოძიებას ჩაატარებენ. თუ მათ არავითარი დანაშაული არ ჩაუდენიათ ვერც ციხეში ჩავსვამთ და ვერც თქვენ გადმოგცემთ, ვუთხარი ერდოღანს და შევთანხმდით. შესაბამისად, ეს საკითხი დახურულია.″ – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა.

banner
წინა სტატიაშივაჟა-ფშაველას გამზირზე საკანცელარიო მაღაზია გაქურდეს
შემდეგი სტატიათბილისში საკანცელარიო მაღაზიის გაქურდვასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო