“ნურავის ნერვებს ნუ ვცდით” – პაპუაშვილმა ბოკერიას დარბაზიდან გაძევება მოითხოვა

დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოში – ერთმანეთს ზაზა პაპუაშვილი და გიგა ბოკერია დაუპირისპირდნენ. მმართველი გუნდის დეპუტატის, ზაზა პაპუაშვილის გაღიზიანება გიგა ბოკერიას განცხადებამ გამოიწვია.

ბოკერიამ მმართველი გუნდი კრიმინალებთან ალიანსში დაადანაშაულა. პაპუაშვილმა კი სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციონერი კოლეგისგან ჯერ ბოდიშის მოხდა, შემდეგ კი მისი დარბაზიდან გაძევება მოითხოვა.

„მე გთხოვთ, ბატონო თავმჯდომარე, მე არ ვიცი ეს პროცესი სადამდე შეიძლება მივიდეს, ნურც ნურავის ნერვებს ნუ ვცდით და ნურც ნურავის ასე ვთქვათ, რაღაცნაირად აღქმას იმ რეალობისას რაც ხდება ახლა აქ. მე მოგიწოდებთ თქვენ, აი ამ დეპუტატს, რომელსაც ბოკერია ჰქვია, ადგეს, მოუხადოს კოლეგებს ბოდიში, ეს არის ღირსების საკითხი, ეს არის კოლეგიალობის საკითხი. აი, ასეთი გამოსვლებისთვის, აი, ასეთი ტერმინებისთვის, რაც ისმოდა, რაზეც თვითონ ლაპარაკობენ, რომ ეს არის სიძულვილის ენა, ადამიანების ლანძღვა, ან გააძევეთ, ან მერე და მერე, რაც უფრო მერე მოხდება, პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ და იმ ადამიანებს ვინც ამას იტანს. ადგეს, ყველა კოლეგას ბოდიში მოუხადოს აი, ასეთი ტერმინებისთვის, აი, ასეთი სიტყვებისთვის, რომელიც უკადრისია, როდესაც პლენარული სხდომა მიმდინარეობს. და ვინმეს თუ რამე ოდნავ წამოსცდება, არიქა, და ერთ ამბავს ტეხავენ „ – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზვიად კუპრავას სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
შემდეგი სტატიაეკა ბესელია – ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის თემა ჩემთვის საინტერესო არ არის ბევრი მიზეზის გამო