“ნურავის მოატყუებს ჩვენი ჰუმანური სახე”- პრემიერი ბათუმის მოვლენებზე

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ბათუმში იმყოფება. მან აჭარაში 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
„ნურავის მოატყუებს ეს ჩვენი ჰუმანური სახე და ნურავინ შეეცდება სახელმწიფოში სტაბილურობის შერყევას“ – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
მისი თქმით, მომხდარზე უფრო ღღმა გამოძიება მიმდინარეობს.

„​გამოძიება მიმდინარეობს, პირველ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებულები, ახლა მიმდინარეობს უფრო ღრმა გამოძიება სისიხლის სამართლის კუთხით და ყველა ადამიანი, რომელმაც ხელი აღმართა ქვეყანაში ყველაზე ძვირფასზე – ეს არის ადამიანი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს დასჯილი, როგორც აქციის მონაწილე, ასევე, მათი წამქეზებელი, ვინც არ უნდა იყოს ის“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე შეფასებით, ბათუმის მოვლენებისას სახელმწიფომ გამოწვევას ღირსეულად უპასუხა.

„როცა დაიძაბა სიტუაცია, გვედო პულსზე ხელი და ყველაფერზე ვიღებ პასუხისმგებლობას, თუ როგორ ღირსეულად გაართვა თავი სახელმწიფომ ამ დიდ გამოწვევას. შევინარჩუნეთ სტაბილურობა ისე, რომ არ გავთელეთ ადამიანის უფლებები, არ გავარდა სპეცრაზმი, როგორც ეს ადრე იყო და არაერთხელ გვინახავს და, სხვათა შორის, ისიც ვიცით, როგორ ცდილობდნენ პოლიტიკოსები მუხტის დილამდე შენაჩუნებას. ჩვენ თუ ამას გავაკეთებდით, რა თქმა უნდა, ისინი შეძლებდნენ ამ მუხტის შენარჩუნებას დილამდე, თუმცა, რა თქმა უნდა, მუხტი პროტესტის ქვეყანაში არ არსებობს და ეს გახდა ამ პოლიტიკოსების კრახის მიზეზი, დაინახეს მათ, რომ ვერ მიაღწიეს საწადელს და ძალიან უსინდისოდ დაიწყეს ისრების გადმოტანა მთავრობაზე“,- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ქართულმა სახელმწიფომ დაანახა ადამიანური სახე.

“ნურავის მოატყუებს ეს ჩვენი ჰუმანური სახე და ნურავინ შეეცდება სახელმწიფოში სტაბილურობის შერყევას, იმიტომ, რომ სახელმწიფოს პასუხი იქნება ძალიან მკაცრი, როგორც კი დავინახავთ, რომ ზღვარი გადასცდეს წითელ ხაზს“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა აღნიშნულ მოვლენებში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ნაწილი დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშიDisney-მ “მზეთუნახავი და ურჩხულიდან” გეი-სცენის ამოჭრაზე უარი თქვა
შემდეგი სტატია„გუგლი“ მოიხმარეთ, ეთნიკური ჯგუფი მოიძიეთ და განმარტება დაკვირვებით წაიკითხეთ”-კალაძის განმარტება