15.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
banner

ნუნუკა თამაზაშვილი ფოტოს აქვეყნებს, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილთან ერთად ჩანს

„თავისუფლება ირაკლის“ — ამ შინაარსის „სთორის“ პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე სოციალურ ქსელში აქვეყნებს. გამოქვეყნებულ ფოტოზე ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად ჩანს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა პენიტენციური დაწესებულებიდან რიგით მერვე წერილი გამოაქვეყნა, სადაც 2021 წელს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნების პერიოდს იხსენებს.

ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ იმ პერიოდში ქვეყანა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და გიორგი გახარიას გადადგომის შემდგომი პოლიტიკური კრიზისის ფონზე „ხელისუფლების ჩამოშლის პირას“ იმყოფებოდა. ამასთან, ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და ევროინტეგრაციის პროცესზე და საკუთარ მთავარ მიღწევად 2023 წელს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაასახელა.

banner
წინა სტატიაშიდიდმა ბრიტანეთმა ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა
შემდეგი სტატიავახო სანაია: შსს მიჩივის ფეისბუქზე დაწერილი ორი სტატუსისა და ერთი ვიდეოს გამო