5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

“ნულს პლიუს ნული, უდრის ნულს” – ასე აფასებს ირაკლი კობახიძე ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებას

“ნულს პლიუს ნული, უდრის ნულს” – ასე აფასებს ირაკლი კობახიძე ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებას. “ოცნების” პრემიერის მტკიცებით, ოპონენტების იმიჯი “ნულოვანია”, რადგან, მისივე თქმით, “პატრონებმა” ბევრი არასწორი ნაბიჯი გადაადგმევინეს.

ამასთან, კობახიძე ოპოზიციას ისევ “რადიკალებად” მოიხსენიებს და ამტკიცებს, რომ მათთვის “ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში” სივრცე არ უნდა არსებობდეს.

ნულს პლუს ნული უდრის ნულს, ეს არის მარტივი მათემატიკური ფორმულა, აქედან გამომდინარე, როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს. თავად შეუწყვეს ხელი საკუთარი თავის ამ მდგომარეობამდე მიყვანას, მათ შორის საბოტაჟით, პარლამენტში არშესვლით და ა.შ. უამრავი არასწორი ნაბიჯი გადაადგმევინეს უცხოეთიდან საკუთარმა პატრონებმა. ამის გამო ნულოვანია მათი იმიჯი და რეპუტაცია ჩვენს ქვეყანაში, რაც პრინციპში კარგია, რადგან რადიკალური ძალებისთვის არ უნდა იყოს სივრცე ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშივის და რაში სჭირდებოდა ელისო კილაძის გამოკეტვა?!
შემდეგი სტატიაკობახიძე: წარმოუდგენელია, როდესაც ესტონეთის საელჩო ცდილობს განათლების რეფორმის პოლიტიზებას და ამ ყველაფერში არის აყოლილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს