15.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

“ნულოვანი ტოლერანტობა იქნება მათ მიმართ, ვინც ხალხს ამბოხისკენ მოუწოდებს” – ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი

ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი ღოლამ ჰოსეინ მოჰსენი ეჯეი ნულოვანი ტოლერანტობით ემუქრება ყველას, ვინც საპროტესტო გამოსვლებისკენ მოწოდებებს ავრცელებს.

„ნულოვანი ტოლერანტობა იქნება მათ მიმართ, ვინც ხალხს ამბოხისკენ მოუწოდებს ან აქეზებს, ისევე როგორც მათ წინააღმდეგ, ვინც ორაზროვანი განცხადებებით ცალკეულ პირებს პროვოცირებას უწევს“, – წერს ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ირანში დემონსტრაციები, მე-15 დღეა, გრძელდება. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 544 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 500-ზე მეტი აქტივისტია.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 10 600 აქტივისტია დაკავებული. მედიის ცნობით, უკვე 84 საათზე მეტია, რაც ირანის მოსახლეობის უმეტესობას ინტერნეტზე წვდომა არ აქვს.

banner
წინა სტატიაში“დემონსტრაციები ძალადობრივი და სისხლიანი იმიტომ გახდა, რომ ტრამპს ჩარევის საბაბი მიეცეს” – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
შემდეგი სტატია“ევროკავშირს, შესაძლოა, 100 000-კაციანი არმია დასჭირდეს” – ევროკომისარი კუბილიუსი